ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ საყუნეთში, შიდა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი იგება

16 აგვისტო, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ საყუნეთში, შიდა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი იგება.

სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამავე პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სოფლებში განსახორციელებელი სამუშაოები, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე და საკონსულტაციო შეხვედრებზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.

 

 

გააზიარე