ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო

3 May, 2019

ქალაქ ახალციხის სკოლების მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა აწყურის ციხე და კათედრალი მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ აქ მიმდინარე სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოების პროცესს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი რევაზ ანდღულაძე ტურის მონაწილეებს ისტორიული ძეგლების, როგორც ტურისტული, ისე ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

გააზიარე