ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში

15 თებერვალი, 2023

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და ჰამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციული ერთეულისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლებში დიდ პამაჯში, პატარა პამაჯში, ორალში, ყულალისში, საძელსა და ხაკში გამართულ საერთო კრებებზე დასახლებებში არსებული საჭიროებებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

მიმდინარე წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები 17 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023

#ახალციხე

+17

 

გააზიარე