ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან

3 May, 2019

„საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, კიდევ ერთხელ იმსჯელეს ახალციხის მერიაში.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ფატი ხაბულიანთან ერთად, ახალციხეში არსებული სილამაზის სალონების წარმომადგენლებს შეხვდა. 

საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობასა და დადგენილ სანქციებზე. აღინიშნა, რომ იარაღების სტერილიზაცია, მათი შესაბამის პირობებში შენახვა, შიდა ინტერიერის სადეზინფექციო საშუალებებით წმენდა - აუცილებელი მოთხოვნებია, რომელებიც სილამაზის სალონის მეპატრონეებმა უნდა დაიცვან.

ტექნიკური რეგლამენტი ქვეყანაში С ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ხორციელდება, რომლის თანახმად აუცილებელი ვალდებულებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კანონი ჯარიმას ითვალისწინებს. კოსმეტიკური დანიშნულების ობიექტების კონტროლი, მუნიციპალიტეტებს, კერძოდ კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ევალებათ.

გააზიარე