ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებთან

8 აპრილი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთან მარინა მერაბიშვილთან და სამცხე--ჯავახეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო ლომიძესთან ერთად, საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე,  გასული წლის შედეგებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის აქტიურ  თანამშრომლობაზე და ერთობლივ პროექტებზე.

შეხვედრის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ლომიძემ, ორგანიზაციის სამიზნე თემებში არსებულ საბავშვო ბაღებს საჩუქრად პლანშეტები გადასცა. 

  გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაღს გადაეცა სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით მომზადებული გზამკვლევი „ბაღები პანდემიის დროს“  და საინფორმაციო ბუკლეტი „ბულინგის პრევენცია ადრეული ასაკიდან“, ასევე საინფორმაციო პოსტერები თემაზე „ბულინგის ფორმები“ და „სოციალურად კომპეტენტური და მედეგი ბავშვი“.

გააზიარე