ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე

14 აგვისტო, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
გვანცა ხარატიშვილი და სოფო რუსეცკი მუნიციპალიტეტის მერს ზაზა მელიქიძეს, მოადგილეს ალექსი ზედგინიძეს და გენდერული განყოფილების თანამშრომლებს შეხვდნენ და გააცნეს პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი, თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის კვლევას ახორციელებს, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივების ანალიზს და მათი გავლენის შეფასებას ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების და მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობაზე.
მერმა ზაზა მელიქიძემ, სტუმრებს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა და ის ღონისძიებები გააცნო, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან. 
პროექტს საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს.

გააზიარე