ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთან

18 სექტემბერი, 2020

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე შერეული ორთაბრძოლების კლუბის „მე–13 ლეგიონის“ მებრძოლს, ამირან გოგოლაძეს და მის მწვრთნელს მიხეილ მესხს შეხვდნენ.

სპორტსმენმა სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ახლახანს გამართულ ბრძოლაში მიღწეული გამარჯვების შესახებ ისაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ამირან გოგოლაძემ, 5 სექტემბერს, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გამართულ ბრძოლაში უკრაინელი მეტოქე, პაველ კუში ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან ფინალში გადაინაცვლა, სადაც 31 ოქტომბერს UFC-ის ყოფილ მებრძოლ, ისმაილ ნაურდიევს დაუპირისპირდება.

ბესიკ ამირანაშვილმა და ზაზა მელიქიძემ სპორტსმენს და მის მწვრთნელს მიღწეული წარმატება მიულოცეს, მადლობის სიგელები გადასცეს და მომავალ ბრძოლაშიც გამარჯვება უსურვეს. მათ, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისა და მხარის ადმინისტრაციის სახელით სპორტსმენს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

გააზიარე