ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან

9 ნოემბერი, 2021

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტით მყოფ ბრიტანეთს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში სტუმარმა მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობებისა და წარმატებულ თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. ბრიტანეთის ელჩი, მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და პოტენციალით დაინტერესდა.

ირაკლი ლაზარაშვილმა სტუმარს მიმდინარე პროექტები გააცნო და და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს, კი მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

გააზიარე