ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა მიმდინარე პროეტები დაათვალიერეს

12 ნოემბერი, 2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ხელმძღვანელი პირები ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ. საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა ასევე, ქალაქ ახალციხის მე-2 საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტით გათვალისწინებულია სკოლის 4-სართულიან შენობაში, ყველა სართულზე სველი წერტილებისა და ელექტრო გაყვანილობის სისტემის მოწყობა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის არხის (არსებული კოლექტორიდან წმ. დავითისა და კონსტანტინეს ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ. აღნიშნული კოლექტორის რეაბილიტაციით მიმდებარე დასახლებაში, რუსთაველისა და გვარამაძის ქუჩების მცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა გვარდება. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 340 ლარით ფინანსდება.

დღესვე, ისინი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდეში და აგარაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიების მშენებლობის პროცესს გაეცნენ. სამუშაოები თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთსართულიანი შენობის აშენებას და ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურის და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტების დეტალები და ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოები განიხილეს.

 

 

გააზიარე