ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სათნოების სახლის ბენეფიციარს სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ

21 დეკემბერი, 2022

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ 185 ბენეფიციარს სადღესასწაულო ნობათი გადაეცა.

დამდეგი ახალი წელი ბენეფიციარებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ამბარცუმ ბაბოიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

გარდა ამისა, სათნოების სახლის ბენეფიციარებს, საახალწლოდ მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი დახმარებაც დაერიცხათ.

+5

 

გააზიარე