ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სათნოების სახლის ბენეფიციარებმა სადღესასწაულო ნობათი მიიღეს

11 აპრილი, 2023

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებმა სადღესასწაულო ნობათი მიიღეს.

185 ბენეფიციარს, კუთვნილ საკვებთან ერთად, სათნოების სახლისგან სააღდგომო ნობათი -კვერცხი და პასკა გადაეცათ.

გარდა ამისა, ბენეფიციარებს, წინასააღდგომოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ფულადი დახმარებაც ჩაერიცხებათ.

სიღრმისეული ანალიზებისა და რეკლამების ნახვა

 

გააზიარე