ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში ტურნირი გრძელდება

7 ნოემბერი, 2022

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში ტურნირი გრძელდება. ამჯერად, თამაშები გაიმართა ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში.

საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ფრენბურთში ვაჟებში პირველი ადგილი დაიკავა წყალთბილის საჯარო სკოლამ, მეორეზე კი ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, რაც შეეხება გოგონებს აქ პირველ ადგილზე ვალის №1 საჯარო სკოლა გავიდა, მეორე ადგილი კი წყალთბილის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

კალათბურთში ვაჟებში პირველი ადგილი დაიკავა ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლამ, მეორეზე კი საძელის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, რაც შეეხება გოგონებს პირველ ადგილზე ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა გავიდა, მეორე ადგილი ქალაქ ახალციხის №2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

მაგიდის ჩოგბურთში ვაჟებში პირველი ადგილი დაიკავა საძელის საჯარო სკოლამ, მეორეზე კი ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, რაც შეეხება გოგონებს პირველ ადგილზე ხეოთის საჯარო სკოლა გავიდა, მეორე ადგილი კი მუსხის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

მონაწილეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ. გამარჯებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის სახელით რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებენ.

+9

 

გააზიარე