ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საშობაო კონცერტი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან

7 იანვარი, 2020

დღეს, 7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ზეიმი განსაკუთრებით პატარა მომღერლებმა გაახალისეს, რომლებმაც საშობაო და საახალწლო სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ, დეკანოზმა მამა ნიკოლოზ აბრამიშვილმა ახალციხელებს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე დაესწრნენ.

გააზიარე