ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში სტუმრობა

7 აპრილი, 2023

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, მერიის თანამშრომლებთან ერთად, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალციხის ფილიალის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.

მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და გაწეული საქმიანობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ჯანმრთელობის კონკრეტული საკითხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ყურადღების გამახვილებას გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან ასპექტებზე.

+5

 

გააზიარე