ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა

13 აპრილი, 2023

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში არსებული სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა და მოწესრიგდა.

დასუფთავების ღონისძიებები ა(ა)იპ „ახალციხის სასაფლაოების მართვის ცენტრის“ და „ახალციხის სერვის ჯგუფის“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ტექნიკის საშუალებით ბალახის, ხმელი ტოტებისა და სხვა ნარჩენებისგან გაიწმინდა.

მსგავსი სახის სამუშაოები პერიოდულად ჩატარდება, მნიშვნელოვანია, რომ სასაფლაოებზე მისულ მოქალაქეებს ტერიტორია ყოველთვის მოწესრიგებული დახვდეთ.

+4

 

გააზიარე