ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ახალციხეში

29 სექტემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტით მყოფ, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, შერაზ გასრს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ ატაშე თანამშრომლობის საკითხებში ლეონორა ფუნდი, კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეგობრულ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, განიხილეს მუნიციპალიტეტთან საფრანგეთის საელჩოს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ელჩი, შერაზ გასრი ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, მუნიციპალური სერვისებით და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა. ასევე, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და ძირითად პრიორიტეტებზე.

ირაკლი ლაზარაშვილმა სტუმარს მიმდინარე და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებთან ერთად, სამომავლო გეგმებიც გააცნო. შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას და აუცილებლობას, გამოითქვა სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი, მათ შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში.

დღის ბოლოს, სტუმრებმა „ახალციხის ციხე“ დაათვალიერეს და ქალაქის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას და ადგილობრივ ტრადიციებს გაეცნენ, განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა ციხის კომპლექსში ფრანგი მომღერლის შარლ აზნავურის ვარსკვლავის ნახვას, რომლის მამა წარმოშობით ახალციხელი იყო.

+7

გააზიარე