ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი ახალციხის ციხეზე

1 May, 2023

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, 30 აპრილს ახალციხის ციხეზე, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტთა ახალი შემადგენლობის სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ფიცის დადების ცერემონიალს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, თავდაცვის ძალების, საგანმანათლებლო სფეროს და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და რეზერვისტთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

+5

 

გააზიარე