ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუსიკო სკოლის პედაგოგს 80 წელი შეუსრულდა

20 თებერვალი, 2023

ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგს მარინა ნადარეიშვილს, დღეს 80 წელი შეუსრულდა. მას პედაგოგიური მოღვაწეობის 57 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 28 წელია, რაც ახალციხის სამუსიკო სკოლაში ასწავლის.

ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე მიულოცეს, ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

იუბილარის საპატივსაცემოდ სამუსიკო სკოლის მასწავლებლებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მასთან ერთად გატარებული წლები გაიხსენეს.

მარინა ნადარეიშვილი 1943 წლის 20 თებერვალს დაიბადა, ქალაქ ვოლოგდაში ექიმების ოჯახში. 1948 წელს ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ სოხუმში გადავიდა. მან 1949 წელს ჩააბარა დ.არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება.

1966 წელს მუშაობა სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს პედაგოგად და საგუნდო განყოფილების კონცერტმეისტერად დაიწყო. იყო აფხაზეთის კულტურის სამინისტროში უფროსი მეთოდისტი.

1995 წლიდან ახალციხის სამუსიკო სკოლასა და სასწავლებელში ფორტეპიანოსა და მეთოდიკის პედაგოგად მუშაობს.

+9

 

გააზიარე