ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებისათვის სემინარი ჩატარდა

22 ნოემბერი, 2021

 საქართველოს კარიტასის ორგანიზებით  სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური სამსახურების  თანამშრომლებისათვის შინმოვლის  მუნიციპალური პროგრამების ორგანიზებისა და მართვის საკითხებზე სემინარი  ჩატარდა.

სემინარზე  პრეზენტაციები გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ამოცანებზე საქართველოს მოსახლეობის დაბერების გამოწვევების გათვალისწინებით, შინმოვლის მომსახურების ორგანიზების, მართვისა და მომსახურების მიწოდების საკითხებზე;

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შინმოვლის მომსახურება მხოლოდ ახალციხის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიეწოდება. პროექტის ფარგლებში, პროფესიონალი მულტიდისციპლინარული გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევს სოფლად და ქალაქად მცხოვრებ  სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ავადმყოფობის შედეგად შეზღუდული აქვთ  თავის მოვლის უნარი.

 

სემინარს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, სამხარეო და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გააზიარე