ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საქველმოქმედო აქცია ახალციხის სათნოების სახლში

19 იანვარი, 2021

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ 190 ბენეფიციარს, კუთვნილ საკვებთან ერთად, სადღესასწაულო ნობათის სახით, ხაჭაპური დაურიგდათ.

ქველმოქმედება, რომელიც რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა ადგილობრივმა მეწარმემ თამარ თათეშვილმა გასწია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორს გაწეული მხარდაჭერისა და ქველმოქმედებისთვის.

გააზიარე