ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ მუგარეთში

5 დეკემბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სოფელ მუგარეთში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივებს ქალთა მიმართ ძალადობაზე და ამ მიმართულებით არსებულს საკანონმდებლო რეგულაციებზე ესაუბრნენ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

+7

 

გააზიარე