ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან

10 თებერვალი, 2023

სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შშმ პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ექიმმა ეპიდემიოლოგებმა შეხვედრის მონაწილე ბენეფიციარებს გეგმიური, კოვიდ და სეზონური გრიპის საწინაარმდეგო ვაქცინებთან, ასევე გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრეს. ასევე, აქცენტი გაკეთდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის თითოეული აცრის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფებში შემავალი პირებისათვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მისი მიზანი იყო არსებული ვაქცინებისა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

+6

 

გააზიარე