ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

13 დეკემბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, დანიის ორგანიზაცია ,,Crossing Borders” წარმომადგენლები ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ და საბჭოს საქმიანობას გაეცნენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან კი რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს.

ახალგაზრდებთან შეხვედრა youth4democracy პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული ასოციაცია,,დრონი" დანიურ ორგანიზაცია ,,crossing border"-თან ერთად, სადაც 12 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის თვეში მერიის სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხებში მარიამ ზაზაძე ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერების მიზნით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა დანიაში. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო ორგანიზაციის ვიზიტი.

ასევე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებშიბ საბჭოს წევრები ბაკურიანში იმყოფებოდნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ სხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების გამოცდილება.

+8

 

გააზიარე