ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

31 ოქტომბერი, 2022

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს გადამდებ ინფექციებზე მიეწოდათ ინფორმაცია.

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, გენდერული საბჭოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ბემონის“ თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ბემონის’’ პროექტი ითვალისწინებს 15-19 წლამდე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ნარკომანიასა და გადამდებ დავადებებზე და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ორგანიზაციის მიერ დატრენინგებულმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის 5 კაციანმა ჯგუფმა 15 სექტემბრიდან დაიწყო პროექტის განხორციელება. პროექტით გათვალისწინებული საკითხების მოსახლეობაში შეტანა და პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

+7

 

გააზიარე