ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებისთვის ემზადებიან

24 სექტემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისათვის ემზადებიან.

საბავშვო-ბაღებში არსებულ მდგომარეობას დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი გაეცნენ.

ამ დროისთვის ბაღებში აქტიურად მიმდინარეობს სააღმზრდელო ჯგუფების მოწესრიგება პატარების მისაღებად და სამზარეულოს ინვენტარით აღჭურვა. ბაღებს ასევე კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო ფლაერები და ინსტრუქციები გადაეცათ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქალაქის N1, N3, N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობების დათბუნება, გარე ფასადების მოპირკეთება და სარინელების მოწყობა.

ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით, აღსაზრდელებისათვის უსაფრთხო გარემოში, განახლდება.

გააზიარე