ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პრემიერა ახალციხის თოჯინების თეატრში

16 თებერვალი, 2023

პრემიერა ახალციხის თოჯინების თეატრში

ჟიულ ვერნის ცნობილი ნაწარმოები “80 000 კილომეტრი წყალქვეშ” ახალგაზრდა რეჟისორმა დავით თარბამ საინტერესო და განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგინა.

სპექტაკლში, წყნარი ოკეანის მეზღვაურები ამოუცნობ და იდუმალ მოვლენებს აწყდებიან, პროფესორ არონაკსის და მისი მეგობრების თავგადასავალი კი მას შემდეგ იწყება, როდესაც ისინი საიდუმლოებების ამოხსნას გადაწყვეტენ.

სპექტაკლის გმირები წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობენ, სადაც ლეგენდარულ ნაუტილუსს და მის კაპიტანს ნემოს შეხვდებიან. როგორი იქნება მოგზაურობის დასასრული და რა საიდუმლოებებს ინახავს წყალქვეშა სამყარო? - ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის თოჯინური ინტერპრეტაცია პირველად დაიდგა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სცენაზე.

სეზონის პირველმა პრემიერამ, მსახიობების საშემსრულებლო ოსტატობამ და სცენოგრაფიამ მაყურებლისა და ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურა.

+8

 

გააზიარე