ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულებთან შეხვედრა

21 დეკემბერი, 2022

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა.

გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცეს სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურისა და განათლების სფეროს, ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა და მომავალშიც საინტერესო, ნაყოფიერი საქმიანობა უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულები არიან: სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში - ახალციხელი ნუგზარ ზედგინიძე, ზეპირსიტყვიერებაში - ქალაქ ვალიდან ავტორ-მთქმელი ციური მესხიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე" , ხელმძღვანელები სამსონ და ლია მენაბდიშვილები და ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი" - ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი.

საპატიო სტუმრებს მიესალმნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გელა ჭალიძე და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე და მუნიციპალიტეტის მერიისგან ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცეს.

ერთხმად აღინიშნა, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციის, განვითარებისა და შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მსგავსი სახის ფესტივალების ჩატარებას და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კონკურსს ახალციხის მუნიციპალიტეტიდან არაერთი გამარჯვებული ჰყავს. ხაზი გაესვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მზადაა მხარში დაუდგეს მუნიციპალიტეტში მოქმედ, როგორც ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, ისე ზეპირსიტყვიერებისა და ხალხური რეწვის ოსტატებს.

თავის მხრივ ფესტივალის გამარჯვებულებმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და მოწვეული სტუმრების წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ.

+16

 

გააზიარე