ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფეხბურთში რეგიონის პირველობისათვის ტურნირი ჩატარდა

27 მარტი, 2023

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში, რეგიონის პირველობისათვის გოგონებსა და ვაჟებს შორის ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გუნდები იღებდნენ.

საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ვაჟებში პირველი ადგილი ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს გამარჯვება ბორჯომის №6 სკოლის გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდები ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, გამარჯვებულებს მედლები და თასები გადაეცათ.

+15

 

გააზიარე