ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პეინტბოლში შეჯიბრი გაიმართა

16 აგვისტო, 2022

ახალციხის მიხეილ იაძის ცენტრალურ სტადიონზე, პეინტბოლში  შეჯიბრი გაიმართა.

თამაშში ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული 12-ი გუნდი იღებდა მონაწილეობას.

შეჯიბრი მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, რის შემდეგაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი გუნდს “დაუმარცხებლებს “ ერგო, ხოლო მეორე ადგილი გუნდმა “13 BB “ დაიკავა.

პირველ ადგილზე გასული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც შემოდგომას არის დაგეგმილი.

ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა. მათ გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

თამაშები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და პეინტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

 

 

გააზიარე