ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა

25 ნოემბერი, 2022

ქალაქ ახალციხეში, №7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი მოედანისა და ბილიკების მოწყობა. ბილიკები მოპირკეთდება ქვაფენილით და მოეწყობა ბორდიულები. ბავშვთა გასართობ მოედანზე დაიგება კაუჩუკის საფარი, სადაც განთავსდება ე.წ. ბზრიალა და აიწონა-დაიწონა. ასევე, სკვერის ტერიტორიაზე დაიდგმება მოსასვენებელი სკამები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესყიდვის ბმულზე:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=485684&lang=ge

გააზიარე