ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№7 საჯარო სკოლის მიმდებარედ საბავშვო სკვერი მოეწყო

3 May, 2023

ქალაქ ახალციხეში, №7 საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედანი, ქვაფენილი, საფეხმავლო ბილიკები, ატრაქციონი. სკვერის ტერიტორიაზე განთავსდა დასასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

ახალი სკვერი შეემატა ქალაქ ვალესაც, მიმდინარე წელს კი დასასვენებელი სივრცეები ეწყობა ასევე, ქალაქ ახალციხეში კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩებზე, სოფელ ზიკილიასა და სოფელ ღრელში.

 

გააზიარე