ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№7 საჯარო სკოლა-პანსიონში სტუმრობა

5 May, 2023

ახალციხის №7 საჯარო სკოლა-პანსიონი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი, საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და მერიის სამსახურების თანამშრომლები, ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სკოლის დირექტორს ლალი კარკაძეს და პედაგოგებს შეხვდნენ, სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს კი საჩუქრად საკანცელარიო ნივთები და სახატავი საშუალებები გადასცეს.

ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ №7 საჯარო სკოლისთვის მსგავსი სახის მხარდაჭერა რამდენიმე წელია გრძელდება.

+2

 

გააზიარე