ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მხიარული სტარტები ახალციხის საჯარო სკოლებს შორის

9 დეკემბერი, 2019

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, საჯარო სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ტურნირში მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში ოთხი გუნდი გადავიდა. ღონისძიება ახალციხის სასპორტო სკოლაში, მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს ქ. ახალციხის, №1, №2, სოფელ მუსხისა და ფერსის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.

დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შედეგად, I ადგილი ახალციხის №1-მა საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო II ადგილზე სოფელ ფერსის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

გამარჯვებულ მონაწილეებს მერიის მიერ დაწესებული თასები, სერთიფიკატები და მედლები გადაეცათ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალიური თამაშები მხიარული სტარტებით დასრულდა, სხავადასხვა სახეობებში გამარჯვებული გუნდები კი რეგიონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას,

გააზიარე