ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მხატვრო სკოლაში შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო

27 დეკემბერი, 2022

ახალციხის სამხატვრო სკოლაში შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მათ შორის საშობაო და საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიებას სამხარეო, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. გამოფენაზე მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით ახალი სასწავლო წლიდან სამხატვრო სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასო გახდა. 2021-22 სასწავლო წელს მოსწავლეთა რაოდენობა იყო 312, ხოლო 2022 წლის 1 სექტემბრიდან მათი რაოდენობა გაიზარდა და ამჟამად კონტიგენტი შეადგენს 340 მოსწავლეს.

სამხატვრო სკოლა მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას სთავაზობს მოსწავლეებს, ისინი ხატვას, ფერწერას, მოდელირებას და გამოყენებით ხელოვნებას. ასევე, კომპოზიციაზე, ქანდაკებაზე, მინანქარზე, კერამიკასა და თექაზე მუშაობას ეუფლებიან.

აქტიური სასწავლო პროცესის პარალელურად სკოლამ მიმდინარე წელს ორგანიზება გაუწია 7 გამოფენას. სკოლის აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს მხატვარ დ.მურაჩაშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსში, საიდანაც მე-2 და მე-3 ადგილებით დაბრუნდნენ.

+12

 

გააზიარე