ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის პირველობაზე ნარდში ტურნირი გაიმართა

22 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ნარდში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში 18 ნარდის მოყვარული მონაწილეობდა.

თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველი ადგილი გიორგი შაყულაშვილმა დაიკავა, მეორეზე ვასილ ბეგიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი დავით ინასარიძე გახდა.

გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა - მათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

 

გააზიარე