ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში

7 თებერვალი, 2020

მოსახლეობასთან შეხვედრები სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.

დღეს, 7 თებერვალს დასახლებების საერთო კრებები გაიმართა სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები:
 ტატანისი - ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია რეაბილიტაცია;
 ბოგა - შიდა გზების რეაბილიტაცია;
 სვირი - შიდა გზების რეაბილიტაცია;

2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე