ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

7 თებერვალი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლების ტატანისის, სვირისა და ბოგის მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

საკონსულტაციო შეხვედრები 1-დან 17 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

+7

 

გააზიარე