ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

10 ნოემბერი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და დეპუტატები სოფლებში - ანში, ჭვინთაში, ელიაწმინდასა და ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად განიხილეს დასახლებების წინაშე არსებული საჭიროებები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სოფლებში ძირითად პრობლემებად სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, გაზიფიცირება, ინტერნეტის შეყვანა და ახალგაზრდებისათვის თავშეყრის ადგილების მოწყობა დასახელდა.

ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე კი ბინების პრივატიზების პრობლემა დგას, რომლის მოგვარების მიზნით მუნიციპალიტეტის მერია სამხარეო ადმინისტრაციიასთან ერთად აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასახლებაში მომავალ წელს მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი, სპორტული მოედნით, საბავშვო-გასართობი და დასასვენებელი სივრცით. 2020 წელს ზარზმელის ქუჩაზე დასრულდება სახურავების რეაბილიტაციაც.

შეხვედრებზე ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ დაგეგმილ რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ კი შეკრებილებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურულ პროექტები, ასევე 2020 წლის გეგმები და მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად ყველა დასახლებაში გაიმართება, რომელთა მიზანია არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირება.

გააზიარე