ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს

17 თებერვალი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

ამჯერად შეხვედრები მინაძისა და ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა, მინაძის, ღრელის, ჭაჭარაქის, ურავლის ხეოთისა და მუსხის მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

#2023წელი

#ინფრასტრუქტურა

+13

 

გააზიარე