ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მეორე შახტის დასახლებაში გარე განათების სისტემა მოეწყო

18 ნოემბერი, 2019

ქალაქ ვალის მეორე შახტის დასახლებაში გარე განათების სისტემა მოეწყო. ამ ეტაპზე განათება მეგობრობის, გაგარინის და წერეთლის ქუჩებზე დამონტაჟდა. უახლოეს ხანში კი სამუშაოები სადგურის ქუჩაზე დაიწყება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. სულ მალე განათების სისტემა ქსელში ჩაირთვება და ადგილობრივი მაცხოვრებლები ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.

გააზიარე