ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მეეზოვე ქალებს 8 მარტი მიულოცეს

9 მარტი, 2023

8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფში“ დასაქმებულ ქალბატონებს მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“ დირექტორი გაგა ღავთაძე, ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილ მეეზოვე ქალებს, სამუშაო ადგილზე გასვლამდე შეხვდნენ, გაზაფხულის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ელექტროტექნიკა გადასცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა აღინიშნეს, რომ მათი შრომა განსაკუთრებით პატივსაცემი და დასაფასებელია.

+10

 

გააზიარე