ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 აპრილი, 2021

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული კონკურსი გასულ წლის 5 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოევლინა.

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, ახალციხის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სერთიფიკატი გადაეცა.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი დაესწრნენ. ზაზა მელიქიძე,მ სიტყვით გამოსვლისას, მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი და ნარჩენების მართვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იდეა კონკურსის შესახებ პირველად 2015 წელს გაჩნდა „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების აქციებში. 

გააზიარე