ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის

13 ნოემბერი, 2019

კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის!

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი ,,ფიროსმანის უკვდავება“, მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის აცხადებს საშობაო კონკურსს სახვით ხელოვნებაში (ფერწერა, გრაფიკა, მცირე პლასტიკა და სხვა) ჯილდოს - ,,ფიროსმანის ფუნჯი“ მოსაპოვებლად.

საკონკურსო თემაა: ნიკო ფიროსმანი, მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ვადა: 1 დეკემბრიდან 22 დეკემბერის ჩათვლით.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ადგილი: ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, ფიროსმანის ქ. N29, 11 საათიდან 17 საათამდე.

გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 2020 წლის 11 იანვარს, ნიკალას მშობლიურ სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.

გააზიარე