ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები

10 ნოემბერი, 2020

ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები

მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა მერაბ კოსტავას, პაატა ნათენაძის, შალვა ახალციხელის, ზურაბ დიდიმამიშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩებს, სადაც საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა მოეწყო.

სამუშაოების ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკები ახალი დეკორატიული ფილებით და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდა, ასევე კეთილმოეწყო შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლებთან არსებული სკვერები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

გააზიარე