ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

19 ივლისი, 2021

ქალაქ ახალციხეში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

„ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ მობილიზებულია ამცრელთა ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.

დღეს, საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ და „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ახალციხის საპატიო მოქალაქე მერაბ ბერიძე.

„გავიკეთე აცრა, თავს კარგად ვგრძნობ. იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მოვუწოდებ მოქალაქეებს ჩაერთონ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, რადგან პანდემიის დასამარცხებლად აცრა აუცილებელი და მნიშვნელოვანია“. - აღნიშნა მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა.

ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობას იღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, აიპებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები .

კოვიდის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ და „კლინიკა იმედში“ მიმდინარეობს.

გააზიარე