ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

13 მარტი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში ასპინძის ქუჩის საავტომობილო გზის და სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა ასფალტის საფარი, მიერთებები, საკანალიზაციო ჭები, ტროტუარები, ბაზალტის ბორდიურები, შემზღუდავი მოაჯირები და მოხდება საგზაო მონიშვნა. ასევე, მოასფალტდება ეზოები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+5

 

გააზიარე