ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

იმუნიზაციის კვირეული - აიცერი და დაიცავი

25 აპრილი, 2023

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო 2023 წლის 23 - 29 აპრილს აღნიშნავს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ.

კვირეულს სხვადასხვა აქტივობებით უერთდება ახალციხის მუნიციპალიტეტიც. მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ორგანიზებით აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და დაინტერესებულ აუდიტორიასთან.

დღეს, შეხვედრები გაიმართა სოფელ წყალთბილისა და ქალაქ ვალის № 2 საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან, ასევე ქ. ვალის მე-2 შახტის დასახლებაში საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ექიმმა ეპიდემიოლოგმა ეთერ ხმალაძე-ზედგინიძემ და განყოფილების თანამშრომლებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არსებული ვაქცინების, იმუნიზაციის აუცილებლობისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესახებ. აქცენტი გაკეთდა დაავადებების პრევენციისათვის აცრების მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ საქარველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს. პროგრამის მიზანია გლობალური და რეგიონალური მიზნების შესაბამისად, პროპილაქტიკური აცრების გზით, მოსახლეობის ვაქცინით მართვადი ინფექციებისაგან დაცვა.

იმუნიზაციის კვირეულის ძირითადი გზავნილებია:

▪ იმუნიზაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

▪ დრო მნიშვნელოვანია: რუტინული იმუნიზაციის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ბავშვი მისთვის გარდამტეხ მომენტში იყოს დაცული. მიჰყევით იმუნიზაციის კალენდარს, დაიცავით რეკომენდებული ვადები და აღადგინეთ გამოტოვებული დოზები.

▪ ყველა დოზა მნიშვნელოვანია: ბავშვების სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციებისგან დასაცავად ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ რუტინული იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრა.

▪ აუცილებელია აცრების რეკომენდებული გრაფიკის დაცვა.

▪ ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური დაცვა საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან.

#აიცერიდადაიცავი

+12

 

გააზიარე