ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

გურამ მელიქიძე საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შეხვდა

13 ნოემბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელთან მარინა მერაბიშვილთან და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენელთან ელენე ბეგიაშვილთან ერთად საბავშვო ბაღების მენეჯერებს, სპეცმასწავლებლებსა და აღმზრდელებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. ასევე, შეაჯამეს მიმდინარე წლის განმავლობაში ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული ტრენინგ-სემინარები.

აღნიშნული ტრენინგების მონაწილეებმა სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგისა და შეფასების, ჰიგიენა სანიტარიის სტანდარტების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესახებ გაიღრმავეს ცოდნა. სატრენინგო პროგრამები გაიარეს სპეც მასწავლებლებმაც თემაზე - „ქცევის მართვა“.

ტრენინგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ა(ა)იპ „მაკ ჯორჯიას“ მხარდაჭერით გაიმართა, დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

გურამ მელიქიძემ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს და მენეჯერებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

გააზიარე