ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიება ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაღში

30 მარტი, 2023

ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელთა მონაწილეობით თემატური ღონისძიება გაიმართა.

საპატრულო პოლიციის ფორმებში გამოწყობილმა პატარებმა, სტუმრების წინაშე საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ბაღში მიღებული ცოდნა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით წარმოადგინეს, შეასრულეს სახალისო ნომრები, სიმღერები და ცეკვები.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა კობახიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი - ალექსი ჩადუნელი, სამხარეო ადმინისტრაციის და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებამ მოწვეული სტუმრების მხრიდან მოწონება დაიმსახურა, მათ ბაღის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს შინაარსიანი სასწავლო პროგრამისათვის და წარმატებები უსურვეს მომავალშიც.

+16

 

გააზიარე