ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ევროპის იმუნიზაციის კვირეული ახალციხეში

28 აპრილი, 2023

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში, იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს და მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არსებული ვაქცინების, იმუნიზაციის აუცილებლობისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს. პროგრამის მიზანია გლობალური და რეგიონალური მიზნების შესაბამისად, პროფილაქტიკური აცრების გზით, მოსახლეობის ვაქცინით მართვადი ინფექციებისაგან დაცვა.

იმუნიზაციის კვირეულის ძირითადი გზავნილებია:

▪ იმუნიზაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

▪ დრო მნიშვნელოვანია: რუტინული იმუნიზაციის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ბავშვი მისთვის გარდამტეხ მომენტში იყოს დაცული. მიჰყევით იმუნიზაციის კალენდარს, დაიცავით რეკომენდებული ვადები და აღადგინეთ გამოტოვებული დოზები.

▪ ყველა დოზა მნიშვნელოვანია: ბავშვების სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციებისგან დასაცავად ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ რუტინული იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრა.

▪ აუცილებელია აცრების რეკომენდებული გრაფიკის დაცვა.

▪ ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური დაცვა საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან.

 

+3

სიღრმისეული ანალიზებისა და რეკლამების ნახვა

პოსტის რეკლამირება

All reactions:

2121

გააზიარე